Saturday, 28 February 2015

ინტელის მე-7 დღე


  1. გავიმეორეთ გავლილი მასალა
  2. ზუსტად განვსაზღვრეთ პროექტის პროცდურები
  3. შევქმენით დავალებები როგორც ძლიერი, ისე სუსტი მოსწავლეებისათვის

Sunday, 22 February 2015

მე-6 დღე

  • გავიმეორეთ განვლილი მასალა.
  • ავაწყეთ მოსწავლეთა პრეზენტაციები Power Point-ის პროგრამის გამოყენებით, ვისწავლეთ ამ პროგრამაში უამრავი ბრძანებების გამოყენება.
  • განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
  • გადავხედეთ გეგმებს გზამკვლევში.

Saturday, 21 February 2015

ინტელის მე-5 დღე


  • განვიხილეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
  • ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების დაწერა
  • ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ გაჯეტების გამოყენება, რაც ძალიან აუცილებელია ჩვენი ბლოგების გასალამაზედლად და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოსათავსებლად.

ინტელის მე-4 დღე

ინტელის მეოთხე დღეს :


  • გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, რაც  შემდგონ გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. 
  • შვქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
  • გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრესენტაცია.
  • ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ ბლოგის წაშლა, აღდგენა, დიზაინის შეცვლა და სუტათის ჩასსმა. 

Saturday, 14 February 2015

ინტელის მე-3 დღე

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე:

  • დავადგინეთ და გავარჩიეთ სტანდარტი საგნების მიხედვით, ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი სტანდარტები ჩვენს პროექტებში.
  • ვისწავლეთ მიზნის განსაზღვრა და მისი სტანდარტთან შესაბამისობაში დაწერა პროექტის გეგმაში.
  • ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა ჩართულობას და ხელს უწყობს პროექტის ფოკუსირებას ეფექტურ სწავლებაზე და ხელს უწყობს საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას.


Sunday, 8 February 2015

ინტელის მეორე დღე

ინტელის მეორე დღეს:


  •  მიმოვიხილეთ საშინაო დავალება, გავაცანით ერთმანეთს რა პროექტებზე ვაპირებთ მუშაობას.
  • გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.
  • გავეცანით  Word- ის ინსტრუმენტებს, რაც ძალიან გამოგვადგება ბუკლეტების დაწერისა და მათი გაფორმებისას.
  • ვიცწავლეთ და დავამზადეთ ბუკლეტები, რომლებსაც სამომავლოდაც გამოვიყენებ ჩემს პროექტებში.
  • ზოგადად გავეცანით ბლოგის მენიუს.

Saturday, 7 February 2015

ინტელის პირველი დღე




   ტრენინგის პირველ დღეს ტრენინგში ჩართული მასწავლებლები გავეცანით ერთმანეთს, გავუზიარეთ ერთმანეთს თუ რა გამოცდილება გვაქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების. ტრენერმა ზოგადად მიმოიხილა ინტელის  კურსი,გავეცანით გზამკვლევს.ტრენერმა განიხილა პროექტები და გაგვაცნო მათთვის საჭირო დოკუმენტაცია, ასევე შევქმენით პროექტის საქაღალდე დადავიწყეთ პროექტისათვის საჭირო რესურსების შეგროვება. ტრენინგის დასასრულს ყველა მასწავლებელმა შევქმენის ბლოგი „ ინტელის სასწავლო კურსი“. ტრენინგის პირველმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.